ჩემი უფლება თრობაზე
ასკეტური საზოგადოება დისტანცირებული საზოგადოებაა. მან სივრცეზე მეტი საზღვარი იცის, ღრმად მორალისტურია — რაც ყველაზე უარესი ჯერ კიდევ არ არის — და საკუთარი ღრმა თვითდაჯერებულობის გამო ზოგჯერ კანონმდებელსაც მიმართავს, რათა ნაკლებად მორწმუნეები, თუ ერთ ხაზზე ვერ დააყენებს, ყოველ შემთხვევაში მორჩილებამდე მაინც მიიყვანოს.